Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიების ფედერალური ბიურო დონალდ ტრამპის ბრალდების განხილვას ითხოვს


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო სთხოვს იუსტიციის სამინისტროს, რათა იმსჯელოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდებებზე, რომელთა თანახმად ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ტრამპის სატელეფონო საუბრებს უსმენდა. ბარაკ ობამას პრესმდივანმა „ელემენტარული სიყალბე“ უწოდა მსგავს განცხადებას. ნიუ-იორკ ტაიმსი და ასოშიეიტედ პრესი ანონიმ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერენ, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ ჯეიმს კომის სურს, რომ იუსტიციის სამინისტრომ გამოიძიოს აღნიშული განცხადება, რაც საგამოძიებო უწყების მიერ კანონის დარღვევას მიანიშნებს. იუსტიციის სამინისტრო, რომლის იურისდიქციის ფარგლებშიც საქმიანობს გამოძიების ფედერალური ბიურო, ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. 5 მარტს თეთრმა სახლმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს სთხოვს, გამოიძიოს, დაარღვია თუ არა ობამას ადმინისტრაციამ ფედერალური ბიუროს „საგამოძიებო უფლებამოსილება“ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

XS
SM
MD
LG