Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მონაცემებით, 2016 წელს სირიაში 652 ბავშვი დაიღუპა


გაეროს მონაცემებით, 2016 წელი ყველაზე უარესი წელი იყო ბავშვებისათვის სირიაში, სადაც თითქმის ექვსი წელია გრძელდება სამოქალაქო ომი. გაეროს თანახმად, შარშან დაიღუპა 652 ბავშვი და მილიონობით ბავშვი იქცა ლტოლვილად. ეს მონაცემები მოყვანილია გაეროს ბავშვთა ფონდის, "უნისეფის" ანგარიშში, რომელიც 13 მარტს გამოქვეყნდა. "უნისეფის" წარმომადგენელმა სალამ აბდულმუნემმა ჩვენს რადიოსთან სატელეფონო საუბრისას „საგანგაშო“ უწოდა სირიაში მყოფი ბავშვების მდგომარეობას: „მარტო იმის წარმოდგენა, რომ 250 სირიელი ბავშვი შარშან სკოლებში, ან სკოლებთან დაიღუპა, მართლაც რომ გულს მოუკლავს კაცს და ასეთი ცნობები, რომლებიც სირიიდან განუწყვეტლივ ვრცელდება, მიუღებელია“. "უნისეფის" თანახმად, სირიაში 2016 წელს დაღუპული ბავშვების რაოდენობა 20%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.15 მარტს შესრულდება ექვსი წელი მას შემდეგ, რაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო.

XS
SM
MD
LG