Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრეზიდეტი ალექსანდრ ანქვაბი, როგორც ჩანს, პარლამენტის წევრი ხდება


აფხაზეთის დე ფაქტო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რომლებიც 12 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება, ოკუპირებული რეგიონის ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრ ანქვაბი არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად. საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, წინასწარი მონაცემები მიანიშნებს, რომ ანქვაბს ერგო ხმების ნახევარზე მეტი გუდაუთის საარჩევნო ოლქში. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის სახალხო კრების 35 მანდატისთვის იბრძოდა 137 კანდიდატი. არჩევნების საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები შეაფასა ეთნიკური წმენდის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის კიდევ ერთ მცდელობად და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა ადეკვატური შეფასებებისკენ.

XS
SM
MD
LG