აქცია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების უფლებებისთვის
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობელთა ნაწილმა თბილისის მერიასთან აქცია გამართა. ისინი ითხოვენ, ქალაქის მთავრობამ ქცევის გამოყენებითი თერაპიის კურსი დაუფინანსოს 30-მდე ბავშვს, რომლებიც მერიის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის მიღმა დარჩნენ. ესენი არიან თბილისში მცხოვრებად 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ რეგისტრირებული ბავშვები, მერიის პროგრამა კი მხოლოდ ამ დრომდე რეგისტრირებულ პაციენტებს აფინანსებს. მშობლები ამბობენ, რომ ქცევის გამოყენებითი თერაპია, ფაქტობრივად, ერთადერთი შედეგიანი მკურნალობის კურსია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის და ისიც ძირითადად თბილისშია ხელმისაწვდომი. აქციის მონაწილეები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"