Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთთვიანი შესვენების შემდეგ გაიხსნა პაკისტან-ავღანეთის საზღვარი


პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის ბრძანების თანახმად, გუშინ გაიხსნა ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ეს გადაწყვეტილება „კეთილმეზობლობის ჟესტია“. 16 თებერვალს საზღვრის ჩაკეტვის გამო, ასეულათასობით მოქალაქე ჩარჩა მთავარ სასაზღვრო გადასასვლელებთან. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზი გახდა 130-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა, როგორც ისლამაბადი ამტკიცებს, ავღანეთში მოქმედი მებრძოლების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ავღანეთი უარყოფს, რომ თავდამსხმელები მის ტერიტორიას აფარებენ თავს. საზღვრის ჩაკეტვამ მნიშვნელოვნად დააზარალა სასაზღვრო ვაჭრობა და სირთულეები შეუქმნა მოგზაურებს. ავღანეთ-პაკისტანის ორი მთავარი გადასასვლელი ერთმანეთთან აკავშირებს ფეშავარისა და ჯალალაბადის, ასევე კვეტისა და ყანდაარის რეგიონებს.

XS
SM
MD
LG