Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონი შეხვდება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს


ხვალ ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შეხვედრა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრაზე იმსჯელებენ ერაყსა და სირიაში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის შესახებ. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა, დღეს გაიმართა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ჯეიმს მატისთან. ამავე წყაროს ცნობით, ტილერსონთან ხვალინდელი შეხვედრის თემა იქნება „ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში მიღწეული პროგრესი“. ნატოს წარმომადგენელმა დასძინა, რომ სტოლტენბერგი „განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას აშშ-ის ადმინისტრაციასთან, რომელმაც დაადასტურა ნატოსადმი თავისი მტკიცე მხარდაჭერა - როგორც სიტყვით, ისე საქმით.“

XS
SM
MD
LG