Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი: რუსეთი ლიბიაში გავლენის გაზრდას ლამობს


აშშ-ის არმიის აფრიკის სამეთაურო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს თავისი გავლენა გაზარდოს ლიბიაში, რასაც აშშ დიდი შეშფოთების უყურებს. გენერალმა თომას უალდჰაუსერმა განაცხადა, რომ რუსეთი ეგვიპტესა და ლიბიის სასაზღვრო არეალში აქტიურობს ქვეყანაში გავლენის გასაძლიერებლად. ადრე დასავლეთის სააგენტოები იტყობინებოდნენ, რომ რუსეთმა თავისი ძალები განათავსა ეგვიპტის დასავლეთში, ლიბიასთან საზღვრიდან ას კილომეტრში. ეს ცნობა რუსეთმა უარყო.

XS
SM
MD
LG