Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხვებით, ემანუელ მაკრონს მეტი ფრანგი ემხრობა, ვიდრე მარინ ლე პენს


ბოლო გამოკითხვებით, საფრანგეთის პრეზიდენტი პირელ ტურში შეიძლება გახდეს ემანუელ მაკრონი, დამოუკიდებელი ცენტრისტი პოლიტიკოსი. ამომრჩეველთა 26 პროცენტია მზად, ხმა მისცეს მაკრონს. რეიტინგით, მან პირველად გაასწრო ულტრამემარჯვენეების ლიდერს, მარინ ლე პენს, რომელიც ერთი პროცენტით ჩამორჩება მაკრონს. მესამე ადგილზეა კონსერვატორთა კანდიდატი ფრანსუა ფიონი, რომელიც საფინანსო სკანდალის გამო მოექცა ყურადღების ცენტრში. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 23 აპრილიდან 7 მაისამდე, ორ ტურად.

XS
SM
MD
LG