Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რექს ტილეროსნი თურქეთში მოლაპარაკებებს გამართავს რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება თურქეთს, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს რეგიონის უსაფრთხოებისა და ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, 30 მარტს ტილერსონი შეხვდება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. მოელიან, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კვლავ დაადასტურებს ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას და ხაზს გაუსვამს ანკარის, როგორც ნატოს მტკიცე მოკავშირის მნიშვნელოვან როლს რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში. ანკარა გადაჭრით ითხოვს, რათა სირიაში, ქალაქ რაქის გათავისუფლებისათვის მიმდინარე მოკავშირეთა ოპერაციიდან გამოირიცხოს ქურთების სამხედრო დანაყოფები, რომლებსაც აშშ-ი უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG