Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უარყოფს აშშ-ის ბრალდებას ტერორიზმის შესახებ, ადანაშაულებს საუდის არაბეთს


ირანმა უარყო აშშ-ის ბრალდებები, რომ თეირანი კვლავ ტერორიზმის მთავარი სპონსორია და მიუთითა, რომ მთავარი წყარო სინამდვილეში მისი რეგიონული მეტოქე და აშშ-ის მოკავშირე, საუდის არაბეთია. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მეტისმა 31 მარტს ჟურნალისტებს ლონდონში უთხრა, რომ ირანი კვლავ მიმართავს „ტერორიზმის ექსპორტს“ და მის დაფინანსებას. ირანის, ძირითადად შიიტური ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ბაჰრამ ღასემიმ ამ განცხადებას 1 აპრილს გასცა პასუხი და სახელმწიფო სააგენტო ირნას თანახმად განაცხადა, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ზოგიერთი ქვეყანა ყველანაირად ცდილობს უგულებელყოს ვაჰაბიტური ტერორიზმის და ექსტრემიზმის მთავარი წყაროო. ამ განცხადებით მან იგულისხმა ფუნდამენტალისტი სუნიტების ჯგუფები და ისლამის ვაჰაბიტური, ოფიციალური სკოლა საუდის არაბეთში. ტერორიზმის ფინანსური და ინტელექტუალური ფესვების შესახებ არასწორი მისამართის გავრცელება წარმოადგენს ტერორიზმთან საერთაშორისო ბრძოლაში წარმატების ნაკლებობის მთავარ მიზეზსო, დასძინა ღასემიმ.

XS
SM
MD
LG