Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამედროვე ხელოვნება "კინოსტუდიის სახელოსნოებიდან"


თანამედროვე ხელოვნება "კინოსტუდიის სახელოსნოებიდან"
please wait

No media source currently available

0:00 0:12:07 0:00

4 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო თავისუფალი უნივერსტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დეკანი ირინა პოპიაშვილი, რომელიც იყო კურატორი 2 აპრილს კინოსტუდია "ქართული ფილმის" ტერიტორიაზე გამართული გამოფენისა - "ღია სახელოსნოების დღე." გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ თანამედროვე ხელოვანები, რომლებმაც კინოსტუდიის ყოფილი ლაბორატორიების სივრცე სახელოსნოებად აქციეს და უკვე წლებია იქ მუშაობენ. კინოსტუდიის სახელოსნოების ისტორია დაიწყო რამდენიმე ხელოვანის მიერ სამუშაო სივრცის ძიებით. ერთ-ერთი პირველი​, ვინც ყოფილი კინოსტუდიის ლაბორატორიების სივრცე სახელოსნოდ გადააქცია, იყო დათო კუხალაშვილი. მას ნელ-ნელა სხვა მხატვრებიც შეუერთდნენ და ამჟამად უკვე 13 ხელოვანი (კახაბერ ბერელიძე, ელენე გაბრიჩიძე, თამარ გურგენიძე, ნაილი ვახანია, არჩილ კორძაია, თამარ მაღლაფერიძე, ლიკა სარიშვილი, მარიამ ფანცულაია, გეგა ქუთათელაძე, ჯაბა ჭანტურია, თამარ ხმიადაშვილი, გიორგი ხანიაშვილი) მუშაობს ერთ სართულზე. ეს სივრცეები საინტერესოა, რამდენადაც ახალგაზრდა ხელოვანების დაჯგუფება ბუნებრივად მოხდა.

XS
SM
MD
LG