Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ყირგიზეთში დაბადებული რუსეთის მოქალაქეა


ყირგიზეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა გაავრცელა ცნობა 3 აპრილს სანქტ-პეტერბურგის მეტროს სადგურ „სენნაიას მოედანზე“ მომხდარ აფეთქებაში მთავარი ევჭვმიტანილის ვინაობის შესახებ. რახატ სულაიმანოვის თქმით, მთავარი ეჭვმიტანილი აქბარჯონ ჯალილოვია, ოშის რეგიონში 1995 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე. სულაიმანოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისმა უწყებამ ტერაქტში ჯალილოვის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ცნობა მიიღო „რუსეთის მხრიდან“. სანქტ-პეტერბურგის მეტროში სამ აპრილს მომხდარ აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქების დროს მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელიც ბელორუს კოლეგას, ალექსანდრ ლუკაშენკოს ხვდებოდა.

XS
SM
MD
LG