Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას მოითხოვს


საფრანგეთი მოითხოვს, გაიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა სავარაუდო ქიმიური თავდასხმის გამო სირიაში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-მარკ ეინოს წერილში ნათქვამია, რომ მოწყობილი თავდასხმა აკრძალული ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის უხეში დარღვევაა. სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, სირიის, მეამბოხეთა ხელში მყოფ ქალაქში 58 ადამიანი დაიხოცა, - ლონდონიდან იტყობინება სირიის უფლებადამცველთა ჯგუფი. ცნობით, ოთხი აპრილის დილით, ხან შეიხუნზე განხორცილებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ, რომელიც რუსეთის ან სირიის ავიაციამ განახორციელა, ათეულობით მოქალაქე დაავადდა რესპირატორული დაავადებით, მათ ჰქონდათ ასევე სხვა სიმპტომები. დახოცილთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, მათ შორის ათამდე ბავშვია. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება და ამაში მეამბოხეები დაადანაშაულა. გაეროს მიერ ადრე მოწყობილი გამოძიებით, სირიის მთავრობის ჯარმა ქლორინი გამოიყენა სულ მცირე სამჯერ, 2014-2015 წლებში.

XS
SM
MD
LG