Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გაიმარჯვა ანატოლი ბიბილოვმა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს ჩატარებული, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველსავე ტურში გაიმარჯვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის „ედინაია ოსეტია“-ს კანდიდატმა, ანატოლი ბიბილოვმა. დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა პლიევას ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, ანატოლი ბიბილოვს მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილეთა 57,98%-მა. არჩევნებში კენჭს იყრიდა კიდევ 2 კანდიდატი, დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი და უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი, ალან გაგლოევი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა პლიევას განცხადებით, წინასწარი შედეგების თანახმად, ლეონიდ თიბილოვმა მიიღო ხმების 30% და ალან გაგლოევმა 11,1%. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმიც სამხრეთ ოსეთის და ალანიის ტოლმნიშვნელოვან სახელებად გამოცხადების საკითხზე. ბელა პლიევას წინასწარი ინფორმაციით, სახელის შეცვლას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 78,2%-მა.

XS
SM
MD
LG