Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავისი გადადგომა გამოაცხადა


უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვალერია გონტარევამ განაცხადა, რომ 10 მაისს დატოვებს თანამდებობას. გონტარევა სამი წლის განმავლობაში ასრულდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას და მის მიზანს წარმოადგენდა საბანკო სისტემის რეფორმირება, რაც, როგორც თავად განაცხადა, ბოლომდე ვერ მიიყვანა ფინანსური კრიზისისა და დროის სიმცირის გამო. 10 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გონტარევამ აღნიშნა, რომ გავრცელებული პრაქტიკით, იგი ვალდებული იყო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვით ადრე გაეფრთხილებინა პარლამენტი. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ მის გადაყენებას უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, „ვერხოვნა რადამ“ კენჭი უფრო ადრე უყაროს.

XS
SM
MD
LG