Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში ნდობამ იკლო ტრამპის პრეზიდენტობისას


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის ხარისხი შემცირდა. პუტინის ეს განცხადება, რომელიც მან ტელეინტერვიუში გააკეთა, 12 აპრილს გამოქვეყნდა კრემლის ვებსაიტზე - დაახლოებით იმ დროს, როცა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბარს შეუდგა. შეკითხვას, გაუარესდა თუ არა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი, პუტინმა უპასუხა: შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო დონეზე, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, ნდობის ხარისხი არ გაუმჯობესებულა და გაუარესდა კიდეცო. იქვე პუტინმა გაიმეორა რუსეთის პოზიცია, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს არ მიუძღვის ბრალი სირიელ სამოქალაქო პირებზე თავდასხმაში, რომელზეც შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ქიმიური იარაღით მოაწყო სწორედ ასადის ჯარმა.

XS
SM
MD
LG