Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნოვაია გაზეტამ“ დაცვის თხოვნით მიმართა კრემლს ჩეჩენი რელიგიური ლიდერების მუქარის გამო


რუსეთის ცნობილმა გამოცემამ „ნოვაია გაზეტამ“ დაცვის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა კრემლს მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთში მყოფმა რელიგიურმა ლიდერებმა გაავრცელეს შურისძიების მუქარა ჰომოსექსუალთა დევნისა და წამების შესახებ გამოქვეყნებული სტატიის გამო. კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, „ნოვაია გაზეტას“ სტატიის გარშემო მიმდინარე დავა უნდა განიხილოს სასამართლომ, ძალადობის თავიდან აცილების გზით. აპრილის დასაწყისში, გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალ მამაკაცებს აკავებენ და „საკონცენტრაციო ბანაკებში“ ათავსებენ. „ნოვაია გაზეტაში“ დაბეჭდილ სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება ჰომოსექსუალებისაგან ჩეჩნეთის „მთლიანად გაწმენდას“ გეგმავს. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ბრალდებები უარყო. მისმა პრესმდივანმა კი ცნობებს უწოდა „სრული სიცრუე“. მისი თქმით, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალები საერთოდ არ არიან. ჩეჩნეთის რელიგიურმა ლიდერებმა შეიმუშავეს რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, „ნოვაია გაზეტამ“ შეურაცხყო ჩეჩნეთის საზოგადოება და ჩეჩენი მამაკაცები.

XS
SM
MD
LG