Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში გაიმართა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე


თურქეთში, 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკონსტიტუციო რეფორმას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 51,35%-მა და ხმა წინააღმდეგ მისცა 48,65%-მა. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, თურქეთი საპარლამენტოდან გარდაიქმნება საპრეზიდენტო რესპუბლიკად, გაუქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, პრეზიდენტი დანიშნავს ვიცე-პრემიერებს, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების წევრებს და პროკურორებს და უფლება ექნება დაითხოვოს პარლამენტი და დამოუკიდებლად გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. გარდა ამისა, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იზრდება 4-დან ხუთ წლამდე და მას უფლება ექნება თანამდებობა დაიკავოს ზედიზედ 2 ვადით. საკონსტიტიციო ცვლილებები ამოქმედდება 2019 წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რაც რეჯეპ ტაიპ ერდოანს აძლევს შესაძლებლობას, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩეს 2029 წლამდე. ერდოანის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ავტორიტარიზმს გააძლიერებს. თურქეთის ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა პარტიებმა განაცხადეს, რომ 16 აპრილის რეფერენდუმი არაკანონიერი იყო, სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და მის შედეგებს გაასაჩივრებენ.

XS
SM
MD
LG