Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გრძელდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი


„სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის კორიდორის აშენების შესაძლებლობის განხორციელების შემთხვევაში, სამყარო კიდევ უფრო დაახლოვდება ერთამენთთან“, - ამის შესახებ განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ვიზიტის ფარგლებში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. „მოუთმენლად ველით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ირანში, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა ქართველ კოლეგა, მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ”კვირის ბოლოს შედგება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანში. ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელსაც ჩვენ მოუთმენლად ველით”, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG