Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელ კანონმდებელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ვადამდელი არჩევნების ჩატარების გეგმას


ბრიტანელმა კანონმდებლებმა კენჭი უყარეს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გეგმას, 8 ივნისისთვის ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები ჩაატაროს. ამ წინადადების განსახორციელებლად თემთა პალატის დეპუტატების ორ მესამედზე მეტის მხარდაჭერა იყო საჭირო. 650-ადგილიანი თემთა პალატის 522 წევრი მიემხრო პრემირის გეგმას. მოიპოვოს. ვადამდელი არჩევნების გამართვის გეგმის შესახებ მეიმ ბევრისთვის მოულოდნელად გამოაცხადა გუშინ. მისი თქმით, ის პრემიერი გახდა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. თუ არ ჩავატარებთ საყოველთაო არჩევნებს, ოპოზიციური ძალების პოლიტიკური თამაშები გაგრძელდებაო, განმარტა მეიმ თავისი გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ხანგძლივი უსაფრთხოება და სტაბილურობის გარანტია ამ არჩევნების ჩატარებაა. ბრიტანეთის უდიდესი ოპოზიციური, ლეიბორისტული პარტია მიესალმა პრემიერის გეგმას. ბრიტანეთში გაუსული არჩევნები 2015 წელს ჩატარდა. შემდეგი არჩევნები 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG