Boiler Room - ანდერგრაუნდიდან მაუწყებლობის 5 წელი
8 და 9 აპრილს თბილისში პირველად გაიმართა Boiler Room-ის წვეულებები. Boiler Room გლობალური ონლაინ მუსიკალური მაუწყებლობაა, რომელიც ცოცხალი მუსიკის საღამოებს აწყობს და ინტერნეტით გადასცემს მთელ მსოფლიოში. Boiler Room-მა პირველი შოუ 2010 წელს ლონდონში გამართა და მას შემდეგ 100-ზე მეტი ქალაქი მოიცვა, სტოკჰოლმიდან შანხაიმდე. რეგულარული ივენთები Boiler room-ს აქვს ლონდონში, ნიუ-იორკში, ბერლინში, მექსიკაში, სიდნეიში, სან პაულოში, ტოკიოში, კრაკოვსა და ლოს ანჯელესში. მუსიკალური პროგრამა ორიენტირებულია ელექტრონულ მუსიკაზე, ტექნოსა და ჰაუსზე, თუმცა არაერთხელ გაჟღერებულა მათ სივრცეებში ჰიპ ჰოპი, ჯაზი ან კლასიკური მუსიკა. რადიო თავისუფლება შეხვდა ბერლინის Boiler room-ის დამფუძნებელსა და პროდუსერს მიხაელ შტანგელს თბილისში და ესაუბრა პროექტის შესახებ, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს მთელ მსოფლიოში.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"