Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში დააპატიმრეს ქურდობასა და კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე


ბირმაში დააპატიმრეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან მოპარული 90 ათასი დოლარის ქვეყნიდან არალეგალურად გატანის მცდელობაში. ბირმის პოლიციამ შაბათს განაცხადა, რომ ორი მამაკაცი დააკავეს ბირმის უდიდესი ქალაქის, იანგუნის აეროპორტში. მათ ფული საცვლებში ჰქონდათ დამალული. განცხადების თანახმად, დაკავებული არიან 64 წლის რევაზ ჯანჯღავა და 51 წლის მალხაზ ნარმანია. ბირმის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არსებობს ეჭვი, რომ დასახელებული თანხა 21 აპრილს იქნა მოპარული ვალუტის გადამცვლელ ბიუროში. ჯანჯღავა და ნარმანია ქვეყანაში ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ. როგორც იტყობინებიან, მათ გადამცვლელი ბიუროს თანამშრომელი დაარწმუნეს მათთვის მანამდე გადაეცა ფული, სანამ ისინი მას მისცემდნენ გადასაცვლელ თანხას.

XS
SM
MD
LG