Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანსკის ოლქში ეუთოს ავტომობილის ნაღმზე აფეთქებას ორგანიზაციის ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა


23 აპრილს ლუგანსკის ოლქში პატრულირებისას ნაღმზე აფეთქდა ეუთოს ავტომობილი. დაიღუპა ეუთოს ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ერთი ადამიანი, რომლის მდგომარეობა ჯერჯერობით გაურკვეველია. ეუთოს წარმომადგენლები პატრულირებას ახდენდნენ სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ სოფელ პრიშიბში. როგორც პრორუსული ორიენტაციის სეპარატისტებმა განაცხადეს ინციდენტის შემდეგ, ეუთოს მანქანამ დატოვა თავისი ძირითადი მარშრუტი და გადავიდა სხვა გზაზე, სადაც ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. სეპარატისტთა ამ განცხადების სისწორის შემოწმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ეს უკრაინაში ეუთოს სამეთვალყურეო მისიის პირველი დანაკარგია სამ წელზე მეტი ხნის წინ კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული. უკრაინაში ეუთოს შეუიარაღებული, 700-კაციანი სამოქალაქო მისიის ამოცანაა, ხელი შეუწყოს დაძაბულობის შესუსტებას და ადგილზე მოიპოვოს ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG