Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასკის და კანადის მახლობლად რუსეთის ბომბდამშენების ფრენას ამერიკის საჰაერო თავდაცვის რეაგირება მოჰყვა


რუსეთის ბომბდამშენებმა ალასკის და კანადის მახლობლად ჩაიფრინეს რამდენჯერმე, 17, 18 და 20 აპრილს, რასაც მოჰყვა აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სამსახურის რეაგირება. ასეთი ინციდენტები პირველად მოხდა ბოლო ორ წელიწადში. ამით თაობაზე პენტაგონმა განაცხადა 24 აპრილს. რუსეთის „ტუ-95-“ ტიპის თვითმფრინავები საერთაშორისო საჰაერო სივრცეში სამჯერ იქნენ შემჩნეული, ორჯერ ალასკასთან, ალეუტის კუნძულების მახლობლად, ერთხელ ალასკასა და კანადასთან. ინციდენტების დროს ჩრდილოეთ ამერიკის თავდაცვის სამეთაურო ცენტრმა ორ შემთხვევაში ცაში აუშვა ბომბდამშენები გადატაცების და გაცილების მიზნით. ცენტრის წარმომადგენლის, ლორი ოდონლის თქმით, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო „ილ-38-იც“იქნა შემჩნეული იმავე არეალში. თეთრი სახლის თანახმად, ამგვარი ახლოს ფრენა არა უჩვეულო. პენტაგონის თქმით, რუსეთის თვითმფრინავები უსაფრთხოდ,პროფესიონალურად და აშშ-ის ტერიტორიული საჰაერო სივრცის მიმართ პატივისცემით გააცილეს, განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, კაპიტანმა ჯეფ დევისმა.

XS
SM
MD
LG