Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ნატოს წინააღმდეგ ბელორუსიაში ჯარი შეიყვანოს


ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო ნატოს აფრთხილებს, რომ რუსეთმა დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა შესაძლოა გამოიყენოს იმისათვის, რათა წლის ბოლომდე ბელორუსიაში თავი მოუყაროს ათასობით ჯარიკაცს. რუსეთსა და ბელორუსიას სექტემბერში დაგეგმილი აქვთ ერთობლივი სამხედრო წვრთნა, რომელშიც, ნატოს ზოგიერთი ქვეყნის მტკიცებით, ასი ათასზე მეტი სამხედრო პირი იქნება ჩაბმული და რომლის ფარგლებშიც ჩატარდება წვრთნები ბირთვული იარაღის გამოყენებით. იუწყებიან, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვრთნა 2013 წლის შემდეგ. ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, მარგუს ცახკნას თქმით, ესტონეთისა და ნატოს წვერი სხვა სახელმწიფოთა მთავრობებს აქვთ დაზვერვის ცნობა, რომლის თანახმად სამხედრო წვრთნა „ზაპად 2017“ -ის დასრულების შემდეგ, მოსკოვმა, შესაძლოა დატოვოს რუსული ქვედანაყოფები ბელორუსიაში, სადაც პირად შემადგენლობასა და ტექნიკას რუსეთიდან 4 ათასი ვაგონით შეიყვანენ.

XS
SM
MD
LG