Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი არ ადასტურებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას სოფელ ხურჩასთან


თბილისი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თაობაზე სოფელ ხურჩასთან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხურჩაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა და ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე. თუმცა, ქართული მხარე ინფორმაციას მიაწვდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოწიეს. რუსეთის სამხედროებმა სიმინდის ყანებს ხის ბოძები უკვე შემოავლეს, რის შედეგადაც დამატებით 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.

XS
SM
MD
LG