Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში საპროტესტო აქციით აღნიშნავენ მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს


საქართველოს პროფკავშირები, ახალგაზრდული მოძრაობები და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციით აღნიშნავენ მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს. 15საათზე თბილისში, „ვარდების მოედნიდან“ დაიწყება მსვლელობაპარლამენტის შენობისკენ, სადაც დემონსტრანტები მიიღებენ ერთობლივ მანიფესტს. „საქართველოს მშრომელთათვის ევროპული არჩევანი უპირობოდ უკავშირდება ქვეყანაში ღირსეული შრომის პრინციპების დამკვიდრებას, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამართლიანი და უსაფრთხო პირობების შექმნას, გამართულად ფუნქციონირებად შრომის ბაზარს, მაღალხარისხიან სოციალურ დაცვას, ქალთა შრომითი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი დისკრიმინაციისაგან დაცვას, ინტენსიურ სოციალურ დიალოგს და დამსაქმებელთან უფლებრივი თანასწორობის პრინციპებს. დემოკრატიული სამყაროს ამ მონაპოვართა ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარების გარეშე, ყოველი ხმამაღალი განცხადება ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების კუთხით, მოკლებულია ყოველგვარ აზრს და პერსპექტივას”, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

XS
SM
MD
LG