Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს იოჰანეს ჰანი ესტუმრება


5 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს უმასპინძლებს. შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დილით დაიწყება. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. დოკუმენტს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე მოაწერენ ხელს.

XS
SM
MD
LG