Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაისში დონალდ ტრამპი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მაისის ბოლოს შეხვდება ევროკავშირის ლიდერებს. შეხვედრა გაიმართება ევროპაში პრეზიდენტის რანგში, ტრამპის პირველი ვიზიტის დროს, როცა ის ნატოს სამიტზე ჩავა. 26-27 მაისს სიცილიაზე იმართება „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა. იმავე პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტი ეწვევა საუდის არაბეთს, ისრაელს, და რომს, ვატიკანს. ვატიკანში ის რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდება. საუდის არაბეთში ტრამპს აპირებს მოელაპარაკოს მაჰმადიან ლიდერებს, ასევე საუდის არაბეთის და რეგიონის სხვა არაბული ქვეყნების მეთაურებს. დონალდ ტრამპი მათ მოელაპარაკება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გარშემო, ასევე ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. მოგზაურობაზე განცხადება გაკეთდა თეთრ სახლში, რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრის დროს, მას მერ, რაც ტრამპი შეხვდა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასს. ტრამპის თქმით, მას სურს იყოს შუამავალი, მსაჯი, ან მომრიგებელი, რათა დაეხმაროს პალესტინელებს და ისრაელს, მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG