Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი მიანიშნებს, რომ სირიაში კოალიციის საჰაერო თავდასხმები გაგრძელდება


პენტაგონმა მიანიშნა, რომ გააგრძელებს საჰაერო თავდასხმებს ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიის ე.წ. „დეესკალაციის ზონებში“, მიუხედავად რუსეთის განცხადებისა, რომ ეს ზონები დაიხურება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის სამხედრო თვითმფრინავებისთვის. რამდენიმე საათით ადრე, სანამ ამოქმედდებოდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხო ზონების გეგმა, პენტაგონის პრესმდივანმა, მაიორმა ადრიან რანკინ-გალოუეიმ განაცხადა, „კოალიცია გააგრძელებს [ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების] მიზანში ამოღებას, ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ, რათა მათ თავშესაფარი ვერსად იპოვონო“. რუსეთი აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზონები, რომლებიც სირიაში იქმნება რუსეთის, თურქეთის და ირანის შეთანხმებით, ჩაკეტილი იქნება აშშ-ის და მისი მოკავშირეების ავიაციისთვის. რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა ხელი მოაეწერეს სირიაში სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების ზონების შექმნის მემორანდუმს. ოქროპირ რუხაძეს მოუსმინეთ.

XS
SM
MD
LG