Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონის გამარჯვების შედეგად ევროს კურსი გაიზარდა


მკვეთრად გაიზარდა საერთო ევროპული ვალუტის, ევროს კურსი მას მერე, რაც საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს ემანუელ მაკრონი. მაკრონის გამარჯვებამ გააქარწყლა საფრთხე, რომ საფრანგეთს შეიძლებოდა ევროკავშირი და ევროზონა დაეტოვებინა. საარჩევნო კამპანიის მანძილზე ის ევროპულ იდეას და ევროკავშირის პოლიტიკას იცავდა. მისი მეტოქე, მემარჯვენე მარინ ლე პენი, რესპუბლიკის ევროკავშირიდან გაყვანას აპირებდა.

XS
SM
MD
LG