Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი პაკისტანს ემუქრება, რომ დაარტყამს იქ მოქმედ „ტერორისტთა ბაზებს“


ირანი დაემუქრა პაკისტანს, რომ დაარტყამს სამხედრო ბაზებს მეზობელ ქვეყანაში, თუ ისლამაბადი არ ალაგმავს სუნიტ მეამბოხეებს, რომლებიც საზღვრის გადაღმა ახორციელებენ თავდასხმებს. ირანის სახელმწიფო სააგენტოს მოჰყავს შტაბების გაერთიანებული კომიტეტის მეთაურის, მოჰამად ჰოსეინ ბაღერის ნათქვამი, რომ თეირანი მოელის პაკისტანის ოფიციალური პირებისგან, გააკონტროლონ საზღვრები, დააპატიმრონ ტერორისტები და დახურონ მათი ბაზები. თუ ტერორისტები გააგრძელებენ თავდასხმებს, ჩვენ დავარტყამთ მათ ადგილსამყოფელს, სადაც უნდა იყოს ისინი. ათი ირანელი მესაზღვრე დახოცეს აპრილში სუნიტი მეამბოხეების ჯგუფმა „ჯაიშ ალ-ადლმა“. პაკისტანს საზღვრის პირა უსაფრთხოების საკითხებზე მოსალაპარაკებლად მაისის დასაწყისში სტუმრობდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი. პაკისტანი დაპირდა თეირანს, რომ საზღვრის პირას დამატებით ჯარს განათავსებდა. ორ ქვეყანას შორის საზღვარს იყენებენ ნარკოტიკებით კონტრაბანდისტები და მეამბოხეები, რომლებსაც შეტაკება უწევთ ირანის სასაზღვრო რაზმებთან.

XS
SM
MD
LG