Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სამხედრო აღლუმით და მრავალი ცერემონიით ზეიმობს გამარჯვების დღეს


რუსეთში სამხედრო აღლუმით და პომპეზური ცერემონიებით ზეიმობენ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგანგებო მიმართვაში, რომელიც პირდაპირ ტელეეთერში აჩვენეს, განაცხადა, რომ დღევანდელი ვითარება რუსეთისაგან მოითხოვს სამხედრო გაძლიერებაზე ზრუნვას და რომ „რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შესწევთ უნარი, მოიგერიონ ნებისმიერი პოტენციური აგრესია“. იქვე პუტინმა დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდა, შეუერთდნენ მოსკოვის კურსს ტერორიზმთან ბრძოლაში: პუტინის თქმით, ჰიტლერის მოწინააღმდეგეებს შორის სწორედ ერთსულოვნების არარსებობამ მისცა ნაცისტებს შესაძლებლობა, ომში გაეხვიათ ევროპა და საფრთხე შეექმნათ პლანეტისათვის. პუტინმა ხაზი გაუსვა საბჭოთა კავშირის დამსახურებას ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში და თითქმის არაფერი უთქვამს ამ მხრივ შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ან სხვა დასავლელი მოკავშირეების წვლილზე.

XS
SM
MD
LG