Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ბრალი დასდო ათასობით პატიმრის მასობრივ მკვლელობებში


აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ბრალი დასდო ათასობით პატიმრის მასობრივ მკვლელობებში. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოკლულთა გვამებს წვავდნენ დამასკის გარეუბანში მოწყობილ სპეციალურ კრემატორიუმში. ადამიანის უფლებების დამცველთა მონაცემებით, 2011-2015 წლებში ციხეებში მოკლულია 13 ათას ადამიანამდე. ერთ ღამეში მოსაკლავად აგზავნიდნენ 40-50 ადამიანს. „ამნესტი ინტერნეიშნელის“ თანახმად, სასიკვდილო განაჩენები რამდენიმე წუთით ადრე გამოჰქონდათ სამხედრო-საველე სასამართლოებს.

XS
SM
MD
LG