Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი და მთიანი ყარაბაღი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეტევა „უპასუხოდ არ დარჩება“


სომხეთი და სეპარატისტული მთიანი ყარაბაღი აცხადებენ, რომ „უპასუხოდ არ დატოვებენ“ მათი საჰარეო თავდაცვის სისტემაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 15 მაისს განხორციელებულ შეტევას. ეს გაფრთხილება ფეისბუქის საკუთარ გვერდებზე გუშინ გაავრცელეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა და თვითგამოცხადებული რეგიონის თავდაცვის სამინისტრომ. მათი თქმით შეტევა „პროვოკაციაა“, რომელმაც დააზიანა სარაკეტო სისტემა, თუმცა მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის არმიამ გაანადგურა, როგორც „ოსას“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ისე მისი ეკიპაჟი. ბაქო აღნიშნავს, რომ გამყოფი ხაზის სიახლოვეს ამ სისტემის განთავსება „პროვოკაცია“ იყო და ის საფრთხეს უქმნიდა აზერბაიჯანის თვითმფრინავებს. მთიანი ყარაბაღი, ოფიციალურად აზერბაიჯანის ნაწილი, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული, სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სომეხმა სეპარატისტებმა დაიკავეს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში. სამხედრო კონფლიქტს 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG