Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება დადო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, რომელიც საუდის არაბეთის მსგავსად სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ აღიარებს ირანს. ეს უკანასკნელი კონფლიქტებს აღვივებს მთელ ახლო აღმოსავლეთში. არაბეთის სახელმწიფოები იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეზღუდავს ირანის მზარდ მხარდაჭერას სირიაში, ერაყში, იემენსა და ლიბანში მყოფი ნახევრად გასამხედროებული მოკავშირეებისა და ასევე არაბეთის ნავთობით მდიდარ აღმოსავლეთ პროვინციასა და ბაჰრეინში მოქმედი შიიტი მუსლიმებისადმი. შეთანხმების შესახებ 16 მაისს გამოაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შეძლებს მოაგვაროს რეგიონში დიდი ხნის წინ გაღვივებული კონფლიქტები. შეთანხმება ვაშინგტონს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცი და სამხედრო აღჭურვილობა გააგზავნოს სპარსეთის ყურეში. პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ უფრო გაამყარა თანამშრომლობა საამიროებთან თანამშრომლობა იემენში, ექსტრემისტების გაერთიანება „ალ-ყაიდის“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG