Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში, თურქეთის საელჩოსთან მომხდარი არეულობის შედეგად დაშავდა ცხრა პირი


ვაშინგტონში, თურქეთის საელჩოსთან დღეს მომხდარი არეულობის შედეგად დაშავდა ცხრა ადამიანი. აშშ-ს მეორე დღეა, სტუმრობს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელიც გუშინ შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. არეულობა ვაშინგტონში დაიწყო შუადღისას, როცა სომეხი და ქურთი დემონსტრანტების ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ თავს დაესხნენ ერდოანის მხარდამჭერები და თურქეთის პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები. „ანადოლუს“ საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 17 მაისს მომხდარ შეხლა-შემოხლაში მართლად მონაწილეობდნენ ერდოანის დაცვის წევრები, მაგრამ მათი მხრიდან ეს იყო „საპასუხო ქმედება პროვოკაციაზე“. თურქეთის დელეგაციის წევრები კონფლიქტის გაღვივებაში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ადანაშაულებენ. პოლიციის მცდელობის მიუხედავად, სრულად ვერ მოხერხდა დაპირისპირებულთა შეჩერება. ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, საელჩოსთან მომხდარი ინციდენტისას დააკავეს ორი პირი.

XS
SM
MD
LG