Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები შეხვდებიან ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ხელმძღვანელს


ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერები 24 მაისს შეხვედრას გამართავენ ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ხელმძღვანელთან, ფედერიკა მოგერინისთან, რათა განიხილონ მზარდი დაძაბულობის დაძლევის გზები და განაახლონ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა. მოგერინიმ ალბანეთის, ბოსნიის და ჰერცეგოვინის, კოსოვოს, მაკედონიის, ჩერნოგორიის და სერბიის ლიდერები ბრიუსელში, სამუშაო სადილზე მიიწვია, რათა განიხილონ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. როგორც მოგერინის ოფისი იუწყება, შეხვედრის მიზანი იქნება „წინსვლის გზის ერთობლივი ძიება“. ბოლო პერიოდში გაღრმავდა პოლიტიკური კრიზისი მაკედონიაში - მიმდინარე თვეში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იქ პარლამენტზე მიიტანეს იერიში, თუმცა, როგორც ამ კვირაში გამოიკვეთა, სკოპიემ შესძლო კრიზისის განმუხტვა, ახალი მთავრობის დანიშვნით. კოსოვოში მომავალ თვეში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

XS
SM
MD
LG