Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი მუსლიმ ლიდერებს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს


აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც საუდის არაბეთში ვიზიტს განაგრძობს, 21 მაისს სიტყვით მიმართავს მუსლიმ ლიდერთა სამიტს, რათა ერთობლივად აღუდგნენ წინ „ისლამისტურ ექსტრემიზმს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცალკეული ციტატების თანახმად, დონალდ ტრამპი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას წარმოადგენს, როგორც კეთილსა და ბოროტს შორის და არა როგორც ცივილიზაციათა შორის ბრძოლად. პრაღის დროით 15.20 საათზე, აშშ-ის პრეზიდენტი რიადში სიტყვით გამოვა სამიტზე, რომელსაც რეგიონის 50 ლიდერი დაესწრება. 19 მაისს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველ საერთაშორისო ტურნეში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში, ისრაელში, იტალიაში, ვატიკანსა და ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტები გაამყარებს ვაშინგტონის ურთიერთობას მთავარ მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთში. 20 მაისს აშშ-ის და საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს 350 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის შეთანხმებას, საიდანაც 110 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია ვაშინგტონისგან შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის შესყიდვაზე.

XS
SM
MD
LG