Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდიტის სამსახური აპირებს, გამოაქვეყნოს ფარცხალაძის კომპანიასთან დაკავშირებული მასალები


საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აპირებს დღეს, 22 მაისს გამოაქვეყნოს მასალები თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ. გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასკვნის მიხედვით, მერიამ ფარცხალაძის კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. გასულ კვირაში გენერალურმა აუდიტორმა თავდასხმაში დაადანაშაულა ყოფილი მთავარი პროკურორი და მისი თანმხლები პირები და მიზეზად დაასახელა სწორედ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა. ოთარ ფარცხალაძემ ლაშა თორდიას ბრალდებას ცილისწამება უწოდა.

XS
SM
MD
LG