Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზარიფმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპი და საუდის არაბეთი


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპი და საუდის არაბეთი მათი შეთანხმებების გამო იარაღის და ინვესტიციების სფეროში და გამოთქვა მოსაზრება, რომ არაბულ სახელმწიფოთა პოლიტიკის ბრალია 11 სექტემბრის თავდასხმა აშშ-ში. ზარიფმა ეს შეფასებები გამოთქვა რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც საუდის არაბეთში გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გამოაცხადა ისლამისტური დაჯგუფებების მთავარ დამფინანსებლად. 19 მაისს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ, რომლის კვლავ არჩევამ ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობათა განვითარებას შეიძლება შეუწყოს ხელი. ზარიფმა ტვიტერის გზით გაავრცელა თავის კომენტარი და დაგმო მორიგება აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის. ირანს, ჭეშმარიტი არჩევნების შემდეგ, თავს დაესხა აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი დემოკრატიის და ზომიერების ციხე-სიმაგრეში, წერდა ზარიფი საუდის არაბეთზე და შეკითხვას სვამდა, საგარეო პოლიტიკაა ეს თუ უბრალოდ საუდის არაბეთის მოწველა 480 მილიარდი დოლარითო.

XS
SM
MD
LG