Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სასამართლომ ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი ორი სერბის დაპატიმრება გადაწყვიტა


გაეროს სასამართლომ 22 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, კვლავ საპატიმროში დატოვოს სერბიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი, სანამ მათი სასამართლო დაიწყებოდეს მომავალ თვეში. ყოფილი იუგოსლავიის საქმეთა სასამართლომ განაცხადა, რომ თხოვნით მიმართა სერბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს, დააბრუნოს საპატიმროში 66 წლის ივიცა სტანივიჩი და მისი მოადგილე, 67 წლის ფრანკო სიმატოვიჩი გაეროს საპატიმროში, ჰააგაში, 30 მაისისთვის. ორი ეჭვმიტანილი ადრე გაასამართლეს 1990-იან წლებში საომარი დანაშაულის ჩადენისთვის და გაამართლეს. მაგრამ გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუქმდა, რადგან მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ პროცესის დროს დარღვევები მოხდა.

XS
SM
MD
LG