Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ჯეიმს ბონდის როლების შემსრულებელი, როჯერ მური


გარდაიცვალა როჯერ მური, რომელსაც პოპულარობა მოუტანა ბრიტანეთის საიდუმლო ჯაშუშის, ჯეიმს ბონდის როლის შესრულებამ. მური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა შვეიცარიაში, კიბოსთან ხანმოკლე მაგრამ მამაცური ბრძოლის შემდეგ, წერია მსახიობის ოფიციალურ ანგარიშზე ტვიტერში. იქვე წაიკითხვათ, რომ გარდაცვლილის სურვილის თანახმად, მას ვიწრო წრეში დაასაფლავებენ მონაკოში. როჯერ მურმა მთავარი როლი შეასრულა „აგენტ-007-ზე“ გადაღებულ შვიდ ფილმში.

XS
SM
MD
LG