Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა კონფერენცია „შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში“


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველის, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, „შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში.“ კონფერენციაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შრომის ეფექტიანი ინსპექციის შექმნა. პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო უნდა მივიდეს ისეთ სტანდარტამდე, როცა, ერთი მხრივ, დაცულია შრომის უფლებები და, მეორე მხრივ, არ დაზარალდება დამსაქმებლის ინტერესი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ მხრივ ბალანსის დაცვა გარკვეულწილად უნდა იტვირთოს შრომის ინსპექციამ. ამავე კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტს მალე წარედგინება შრომის უსაფრთხოებასა და შრომის ინსპექციასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტი, რომელიც დიდწილად უპასუხებს არსებულ გამოწვევებსა და კრიტიკას.

XS
SM
MD
LG