Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ "მომთხოვნი" იქნება ვერსალში პუტინთან შეხვედრისას


საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ „მომთხოვნი“ იქნება დღეს ვერსალში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს. მაკრონის აზრით, აუცილებელია რუსეთთან საუბარი, რადგან არსებობს არაერთი საერთაშორისო საკითხი, რომელიც ვერ მოგვარდება რუსეთთან "მწვავე დიალოგის" გარეშე. რთულ საკითხებს შორის, რომელსაც ორი პრეზიდენტი განიხილავს, იქნება მოსკოვის სავარაუდო ჩარევა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, მოსკოვის მიერ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა და რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში. მაკრონის და პუტინის შეხვედრა, რომელიც, ადგილობრივი დროთ, 1:45 საათზე პარიზის მახლობლად, ვერსალის სასახლეში იმართება რუსეთის მეფე პეტრე დიდისადმი მიძღვნილი გამოფენის ფონზე. 27 მაისს მაკრონმა "დიდი შვიდეულის" სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ „მომთხოვნი" იქნება რუსეთთან ურთიერთობის დროს.

XS
SM
MD
LG