Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი სამაგიერო ზომების მიმართავს მოლდავეთის მიმართ თავისი დიპლომატების გაძევების გამო


მოსკოვმა განაცხადა, რომ მკაცრ პასუხს გასცემს მოლდავეთის მიერ ხუთი რუსი დიპლომატის გაძევებას ქვეყნიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა მას მერე, რაც კიშინიოვმა რუსი დიპლომატები არასასურველ პირებად გამოაცხადა ქვეყნაში და მათ მოლდავეთის დატოვებისთვის 72 საათი მისცა, განაცხადა ამის თაობაზე, რომ ეს უხეში პროვოკაციაა, დარტყმის მიყენებაა მოლდავეთის იმ ძალებისთვის, რომელსაც პრეზიდენტი იგორ დოდონი მეთაურობს და რომელსაც რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზება და ბიძგის მიცემა სურს. ყოფილი მოლდაველი კანონმდებელი, ლურიე ბოლბოჩეანუ მარტში დააპატიმრეს და ღალატში დასდეს ბრალი მას მერე, რაც გამოქვეყნდა რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშესთან, ალექსანდერ გრუდინთან მისი შეხვედრის ჩანაწერი. დიპლომატიური დაძაბულობა მოჰყვა ბრალდებებს, რომ კანონმდებელმა სახელმწიფო საიდუმლო გაანდო რუსეთის საელჩოს ატაშეს.

XS
SM
MD
LG