Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხთარლის ადვოკატები მოითხოვენ, რომ მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმე


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქართველი ინტერესების დამცველები მოითხოვენ, რომ გამოძიება მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ხელმძღვანელმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, ახალი გარემოებებით ირკვევა, რომ საქმე ცდება ძველი თბილისის რაიონის განყოფილების გამოძიების ფარგლებს. „გუშინ გახდა ჩვენთვის ახალი ფაქტობრივი გარემოებები ცნობილი, რომ გამტაცებლები იყვნენ ძალოვანი უწყების ფორმაში. ეს გარემოებები დიდი ალბათობით გვაფიქრებინებს იმას, რომ შესაძლოა ამ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს“, -განაცხადა ჩოფიკაშვილმა და დასძინა, რომ წითელი ჯვრის ბაქოს ოფისის წარმომადგენლებს არ მიეცათ უფლება შესულიყვნენ აფგან მუხთარლისთან. აზერბაოჯანელ ჟურნალისტს დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG