Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა


დიდი ბრიტანეთის პოლიცია იტყობინება, რომ თვითმხილველთა თქმით, ლონდონში, ლონდონის ხიდზე, რამდენიმე ფეხით მოსიარულეს დაეტაკა ავტომანქანა და ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. პოლიცია ასევე იტყობინება, რომ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ლონდონის ხიდის მახლობლად. ბიბისის ცნობით, პოლიცია სამ ეჭვმიტანილს ეძებს. შესაძლოა ისინი შეიარაღებული არიან. პოლიციის თანახმად, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთზე მეტი ადამიანი. თვითმხილველთა თქმით, ლონდონის ხიდის მახლობლად ცივი იარაღით სერიოზულად დაჭრილი ხალხი ნახეს. სკაი ნიუსის ცნობით მოწმეთა თქმით, ისმოდა გასროლები. ინციდენტების რაიონებში განათავსეს შეიარაღებული პოლიცია. პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ოფისის თანახმად, ის კონტაქტში იმყოფება ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მომხდარის შესახებ ეცნობა ასევე თეთრ სახლს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იცავენ მოახლოებულ საპარალამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც 8 ივნისს უნდა ჩატარდეს.

XS
SM
MD
LG