Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჟონა ინფორმაციამ, რომ რუსი ჰაკერები ცდილობდნენ, გაეტეხათ აშშ-ის საარჩევნო სისტემა


აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოდან გაჟონა გასაიდუმლოებულმა ინფორმაციამ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ჰაკერებმა სცადეს გაეტეხათ აშშ-ის საარჩევნო სისტემა შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. მას შემდეგ, რაც გასაიდუმლოებული დოკუმენტი ინტერნეტპორტალ „ინტერსეპტის“ ხელში აღმოჩნდა და 5 ივნისის გვიან საღამოს გამოქვეყნდა, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დააკავა ეროვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორი გასაიდუმლოებული ინფორმაციის ინტერნეტგამოცემისათვის მიწოდებაში ეჭვმიტანის საფუძველზე. „ინტერსეპტის“ მონაცემებით, ჰაკერული ოპერაცია უკავშირდებოდა მოსკოვის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს და მიმართული იყო კერძო ამერიკული კომპანიებისაკენ, რომლებიც დაკავებული არიან ამომრჩევლების რეგისტრაციით და ადგილობრივი მთავრობების საარჩევნოდ აღჭურვით. გასაიდუმლოებული დოკუმენტის თანახმად, ჰაკერულ ოპერაციას შეეძლო საფრთხე შეექმნა აშშ-ის საარჩევნო სისტემის დაცულობისათვის. ჰაკერული ოპერაცია რამდენიმე თვე გაგრძელდა და დასრულდა 2016 წლის 8 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. დოკუმენტში არ არის ნათქვამი, იქონია თუ არა ოპერაციამ გავლენა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.

XS
SM
MD
LG