Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გააპროტესტეს საბჭოთა პერიოდში აშენებული საცხოვრებელი სახლების დანგრევის გეგმა


მოსკოვში ასობით ადამიანმა გააპროტესტა საბჭოთა პერიოდში აშენებული საცხოვრებელი სახლების ნაწილის დანგრევის გეგმა. მას შემდეგ, რაც რიგითი მოქალაქეები არ შეუშვეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში 6 ივნისს გამართულ მოსმენაზე, მათ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და გაემართნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისაკენ. „ეს ჩვენი ქალაქია!“, „გადააყენეთ სობიანინი!“ - ასეთი ლოზუნგებით გამოდიოდნენ აქციის მონაწილეები, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩააბარეს მიმართვა მოთხოვნით, ნუ დაანგრევენ მათ სახლებს. საპარლამენტო მოსმენაში დღეს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინიც მონაწილეობდა. მერია გეგმავს 1950-იან და 60-იან წლებში აშენებული 4500-მდე შენობის დანგრევას და მათ მცხოვრებლებს ჰპირდება, რომ ახალ შენობებში დააბინავებს. მერიის მოქმედება ბევრი მოსკოველის უკმაყოფილებას იწვევს. მაისში სამჯერ გაიმართა მიტინგები მოთხოვნით, სახელმწიფო სათათბიროში ნუ განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ხელყოფს კერძო საკუთრებაზე კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.

XS
SM
MD
LG